Setanta Sports სპორტული მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც 14 ქვეყნის ფანებს აძლევს შესაძლებლობას უყურონ მსოფლიოს საუკეთესო ტურნირებსა და სპორტსმენებს უმაღლეს ხარისხში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოწყობილობაზე.

ჩვენი გუნდის წევრები სპორტზე შეყვარებული ადამიანები არიან, რომელთა მიზანია შეუქმნან სპორტის ყურების საუკეთესო გამოცდილება მათ, ვისაც სპორტი ჩვენსავით უყვარს.


მეტი გუნდის შესახებ:

ჩვენ სპორტის სიყვარული გვაერთიანებს. სპორტი გვიბიძგებს, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ შეკრულ გუნდად. გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ისე, როგორც ამას ტრიბუნაზე ერთგული ფანები აკეთებენ. გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიღებთ თამამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ზურგს დაგროვებული მონაცემები და სტატისტიკა უმაგრებს. ამასთან ერთად, მუშაობა ხალისით სავსე რომ უნდა იყოს, ეგეც არ გვავიწყდება და ყველა გამოწვევას ისე ვუდგებით, როგორც თამაშს.


მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლების მითითებისამებრ ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

  • სხვადასხვა ლოჯისტიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის საჭიროებების მიხედვით;

  • კომპანიის შესყიდული პროდუქტის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დანიშნულების ადგილის შესაბამისად;

  • უშუალო ხელმძღვანელისგან დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციისა და თანამდებობრივი მოვალეობის შესაბამისად;


მოთხოვნები და უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • აუცილებელია მართვის მოწმობა- B კატეგორია;


დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 11:00_19:00, შაბათ-კვირას დასვენება)

  • ოფისი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა 14, სასტუმრო Stamba-ს შენობა

  • თანამშრომელი გადაადგილება კომპანიის ავტომობილით


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 29 მაისი


თუ შენი განაცხადი არ გადავა რეზიუმეს შერჩევის ეტაპზე, დასაქმების გუნდი შეინახავს განაცხადს მომავალი ვაკანსიებისთვის და დაგიკავშირდება, როცა შესაფერისი შესაძლებლობა გაჩნდება.


გამოგვყევი Linkedin-ზე Setanta Sports-ის შესახებ უახლესი ამბების გასაგებად"


გამოაგზავნეთ განაცხადი