Setanta Sports სპორტული მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც 14 ქვეყნის ფანებს აძლევს შესაძლებლობას უყურონ მსოფლიოს საუკეთესო ტურნირებსა და სპორტსმენებს უმაღლეს ხარისხში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოწყობილობაზე.
ჩვენი გუნდის წევრები სპორტზე შეყვარებული ადამიანები არიან, რომელთა მიზანია შეუქმნან სპორტის ყურების საუკეთესო გამოცდილება მათ, ვისაც სპორტი ჩვენსავით უყვარს.
მეტი გუნდის შესახებ:
ჩვენ სპორტის სიყვარული გვაერთიანებს. სპორტი გვიბიძგებს, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ შეკრულ გუნდად. გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ისე, როგორც ამას ტრიბუნაზე ერთგული ფანები აკეთებენ. გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიღებთ თამამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ზურგს დაგროვებული მონაცემები და სტატისტიკა უმაგრებს. ამასთან ერთად, მუშაობა ხალისით სავსე რომ უნდა იყოს, ეგეც არ გვავიწყდება და ყველა გამოწვევას ისე ვუდგებით, როგორც თამაშს.
მოვალეობები:
ოფისის ტერიტორიის დასუფთავება განსაზღვრული განრიგისა და წესის მიხედვით;
ოფისის სტუმრების მასპინძლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დავალების შესაბამისად;
სამუშაო ოთახების, სამზარეულოს და სველი წერტილების სისტემატიური დასუფთავება;
სამზარეულოს შესაბამისი ინვენტარისა და სახარჯი მასალების გამოყენება გონივრულად;
თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
მოთხოვნები და უნარები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი (დღის 08:00_16:00 და საღამოს 16:00_00:00 ცვლა), 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა 14, სასტუმრო Stamba-ს შენობა
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 23 მაისი
თუ შენი განაცხადი არ გადავა რეზიუმეს შერჩევის ეტაპზე, დასაქმების გუნდი შეინახავს განაცხადს მომავალი ვაკანსიებისთვის და დაგიკავშირდება, როცა შესაფერისი შესაძლებლობა გაჩნდება.
გამოგვყევი Linkedin-ზე Setanta Sports-ის შესახებ უახლესი ამბების გასაგებად"