კომპანიის შესახებ:


Setanta Sports სპორტული მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც 14 ქვეყნის ფანებს აძლევს შესაძლებლობას უყურონ მსოფლიოს საუკეთესო ტურნირებსა და სპორტსმენებს უმაღლეს ხარისხში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოწყობილობაზე. 

ჩვენი გუნდის წევრები სპორტზე შეყვარებული ადამიანები არიან, რომელთა მიზანია შეუქმნან სპორტის ყურების საუკეთესო გამოცდილება მათ, ვისაც სპორტი ჩვენსავით უყვარს.


მეტი გუნდის შესახებ:


ჩვენ სპორტის სიყვარული გვაერთიანებს. სპორტი გვიბიძგებს, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, გავიზარდოთ და ჩამოვყალიბდეთ შეკრულ გუნდად. გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ისე, როგორც ამას ტრიბუნაზე ერთგული ფანები აკეთებენ. გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიღებთ თამამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ზურგს დაგროვებული მონაცემები და სტატისტიკა უმაგრებს. ამასთან ერთად, მუშაობა ხალისით სავსე რომ უნდა იყოს, ეგეც არ გვავიწყდება და ყველა გამოწვევას ისე ვუდგებით, როგორც თამაშს.


რატომ უნდა შემოგვიერთდე?

  • მოხვდები ფეხბურთის, ჩოგბურთისა და UFC-ის კომენტირების სამყაროში და გაუზიარებ შენს ემოციებსა და უნარებს სპორტის მოყვარულ აუდიტორიას;

  • განავითარებ შენს უნარებს Setanta Sports-ის გამოცდილ კომენტატორებთან ერთად და რაც მთავარია ისწავლი ამბის თხრობას;

  • გამოიმუშავებ მატჩების ანალიზის, სტრატეგიების პროგნოზირებისა და აუდიტორიის/მნახველების ჩართვის უნარს;

  • გახდები ისეთი მომენტების მომსწრე, რომელიც შექმნის შენს დაუვიწყარ მოგონებებსა და გამოცდილებას;

  • შეიძენ კავშირებსა და სამომავლო შესაძლებლობებს სპორტულ მედიასა და მაუწყებლობაში.

რას ველით შენგან:

  • სპორტის ცოდნასა და სიყვარულს;

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და თხრობის უნარს;

  • სასურველია, თუმცა არაა აუცილებელი სპორტული ჟუნალისტიკის, კომუნიკაციებისა და მასთან დაკავშირებულ მიმართულებით განათლება;

  • მოქნილობას

  • გუნდურობას

შემოუერთდი ჩვენს გუნდს


თუ სპორტული სამყარო გულს გიჩქარებს და მისი უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი გაქვს, Setanta Sports-ში სწორედ შენნაირებს ვეძებთ. დაგვეხმარე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ფანებსთვის დაუვიწყარი მომენტების შექმნაში. 

აქ დაგვხდება იდეალური სამუშაო კულტურა და მეგობრული გარემო, რაც ბევრ აქტივობასა და მუდმივ მხარდაჭერას გულისხმობს.

შემოუერთდი ჩვენს ყურადღებიან, ხალისიან და ენთუზიაზმით სავსე გუნდს, რომელიც ცვლის სპორტის მაუწყებლობის ინდუსტრიას. 


რეზიუმეს დაფიქსირებასთან ერთად ასევე გამოგვიგზავნე სამოტივაციო წერილი და ვიდეო, სადაც 10-15 წუთის განმავლობაში წაიყვან ნებისმიერ მატჩს შენივე კომენტირებით.


ვიდეოში აუცილებელია, რომ ისმოდეს ხმა და ჩანდეს თამაშის გამოსახულება


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 ივლისი.


თუ შენი განაცხადი არ გადავა რეზიუმეს შერჩევის ეტაპზე, დასაქმების გუნდი შეინახავს განაცხადს მომავალი ვაკანსიებისთვის და დაგიკავშირდება, როცა შესაფერისი შესაძლებლობა გაჩნდება.


გამოგვყევი LinkedIn-ზე Setanta Sports-ის შესახებ უახლესი ამბების გასაგებად.

Apply for position now